თამაშგარე

14:29 | 11.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბიონსე – “ეროტიკული და მცხუნვარე”

მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის ყვითელი პრესის აქტიური მკითხველისათვის, ზაფხულის დადგომისთანავე ცნობილი ხდება, სად ატარებენ ცხელ უიკ-ენდებს სახელგანთქმული ვარსკვლავები. რა თქმა უნდა, ცნობილი ლამაზმანები ცდილობენ, ამ სეზონისთვის სასურველ ფორმაში იყვნენ, რომ ყველა კუთხეში ჩასაფრებული პაპარაცის ობიექივში თავისი სექსუალური სხეული ლამაზად წარმოაჩინონ.
ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული და, როგორც ყვითელი პრესა იუწყება, “ყველაზე ეროტიკული და მცხუნვარე”, არც მეტი არც ნაკლები, სახელგანთქმული ამერიკელი მომღერალი ბიონსე იყო. მომღერალმა, სოციალურ ქსელ “ტუმბლრში” საკუთარ გვერდზე შვებულების დროს გადაღებული ფოტოები განათავსა, რითაც კიდევ ერთხელ ძლიერ აუძგერა გული თაყვანისმცემელ მამაკაცთა არმიებს.
მას შავი, ზომაზე მეტად მოღებული საცურაო კოსტიუმი ეცვა, რომელშიც ძალზე ხაზგასმული იყო მისი სავსე მკერდი. მიუხედავად ამისა, მის მეუღლეს, სახელგანთქმულ ამერიკელ რეპერ ჯეი-ზის, ვინც NBA-ს კლუბ “ბრუკლინ ნეთსის” მეპატრონეთაგანია, სანერვიულო ნამდვილად არ აქვს, რადგან ბიონსე ერთგული ცოლი და სამაგალითო დედაა.
 

0.182121