25 წლის შოტლანდიელ ჩოგბურთელს ენდი მარეის მატჩის მსვლელობისას ბილწსიტყვაობა უყვარს, რის გამოც რომში, დავიდ ნალბანდიანის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაფრთხილება მისცეს.
“კორტზე რეგულარულად ვიგინები. ვიცი, რომ ეს ცუდია და შევეცდები, აღარ გავიმეორო” – აღიარებს მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი.
აღსანიშნავია, რომ ესპანურ ენაზე ლანძღვა-გინება, არც ნალბანდიანს დაუკლია.
“ბევრი რამ გავიგე, რასაც დავიდი ამბობდა. თუმცა, მე იმიტომ დავისაჯე, რომ ინგლისურად ვილანძღებოდი” – აცხადებს განაწყენებული მარეი.