არგენტინის ნაკრების 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ლუკას ბილია, ბელგიური “ანდერლეხტიდან” რომის “ლაციოში” გადავიდა. იტალიური კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა საერთო ენა გამონახეს და ხუთწლიან თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, ოღონდ, ფინანსური დეტალების გახმაურება არ ისურვეს.
ლუკას ბილია “ანდერლეხტში” 2006 წლიდან თამაშობდა. 2010 წელს კი გუნდის კაპიტანი გახდა.