“ჰამბურგის” ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. Bild-ის ინფორმაციით, უკვე გამოიკვეთა სამი კანდიდატი: ტომას შააფი, ლოთარ მათეუსი და ბერტ ვან მარვიკი და საბოლოო არჩევანი მათ შორის გაკეთდება.
შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი “ჰამბურგს” ტორსტენ ფინკმა დააწყებინა, მაგრამ მეხუთე ტურში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” 2:6 წაგების შემდეგ კლუბის სათავეში მდგომებმა მწვრთნელთან ხელშეკრულება გაწყვიტეს.