ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25–ე ტურში, ზედიზედ მე–3 მარცხი იგემა მარსელო ბიელსას დამოძღვრილმა „ბილმაომ“, რომელმაც „სან მამესზე“ „სოსიედადს“ უმასპინძლა. თავის მხრივ, ფილიპ მონტანიეს გუნდს საკმაოდ კარგი დროება უდგას და ქულებსაც საკმარისად აგროვებს.
არადა, ბასკებისთვის მატჩი წარმატებით დაიწყო – იბაი გომესმა იონ ორტენაჩეს პასი დააგვირგვინა გოლით და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრები გოლს მალევე მოვიდნენ და წონასწორობაც აღადგინეს – ანტონი გრიზმანმა გაშვებული გოლიდან 4 წუთში დალაშქრა მასპინძელთა კარი.
გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. შესვენების შემდეგ, „სოსიედადი“ გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა, რაც ანგარიშშიც აისახა – იმანოლ აგირეჩემ და კარლოს ველამ თითოჯერ აიღეს „ბილბაოს“ კარი, რითაც თავის გუნდს 3 ქულა მოუტანეს.
ბილბაო. „სან მამესი“. 40000
ბილბაო – სოსიედადი 1:3 (1:1)
ბილბაო: ფერნანდეს–კავადა, ირაოლა, სან–ხოსე, ლაპორტი, ორტენეჩე (მუნიაინი 64), იტურასპე, დე მარკოსი, ერერა, სუსაეტა, გომესი, ადურისი (ლიორენტე 73).
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა
სოსიედადი: ბრავო, მარტინესი, გონსალესი, მარტინესი, დე ლა ბელია, ბერგარა, ილიარამენდი (პარდო 88), კასტრო (სურუტუსა 76), პრიეტო, გრიზმანი, აგირეჩე (ილიარამენდი 88).
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
გოლები: 1:0 გომესი (30), 1:1 გრიზმანი (34), 1:2 აგირეჩე (67), 1:3 ველა (76)
გაფრთხილებები: ლაპორტი (38), იტურასპე (45), მუნიაინი (84) – ილიარამენდი (49)
კარში დარტყმა: 13 (4) – 9 (5) ჯარიმა: 17 - 22 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 2 – 3
1. | ბარსელონა | 24 | 21 | 2 | 1 | 80:27 | 65 |
2. | ატლეტიკო | 24 | 17 | 2 | 5 | 47:23 | 53 |
3. | რეალი | 24 | 15 | 4 | 5 | 60:22 | 49 |
4. | მალაგა | 24 | 12 | 6 | 6 | 37:21 | 42 |
5. | სოსიედადი | 25 | 11 | 7 | 7 | 41:31 | 40 |
6. | ვალენსია | 24 | 12 | 4 | 8 | 34:35 | 40 |
7. | რაიო | 24 | 12 | 1 | 11 | 33:41 | 37 |
8. | ბეტისი | 24 | 11 | 3 | 10 | 31:35 | 36 |
9. | ლევანტე | 24 | 10 | 4 | 10 | 30:36 | 34 |
10. | სევილია | 24 | 9 | 5 | 10 | 33:35 | 32 |
11. | ხეტაფე | 24 | 9 | 5 | 10 | 32:43 | 32 |
12. | ესპანიოლი | 24 | 8 | 7 | 9 | 31:34 | 31 |
13. | ვალიადოლიდი | 24 | 8 | 6 | 10 | 32:32 | 30 |
14. | გრანადა | 24 | 7 | 5 | 12 | 23:34 | 26 |
15. | ბილბაო | 25 | 7 | 5 | 13 | 30:50 | 26 |
16. | ოსასუნა | 24 | 6 | 7 | 11 | 20:27 | 25 |
17. | სარაგოსა | 24 | 7 | 3 | 14 | 23:34 | 24 |
18. | სელტა | 24 | 5 | 5 | 14 | 22:31 | 20 |
19. | მალიორკა | 24 | 4 | 6 | 14 | 23:45 | 18 |
20. | დეპორტივო | 24 | 3 | 7 | 14 | 28:54 | 16 |
17 თებერვალი: ოსასუნა – სარაგოსა, სოსიედადი – ლევანტე, ვალენსია – მალიორკა, ვალიადოლიდი – ატლეტიკო, ესპანიოლი – ბეტისი, რეალი – რაიო.
ბომბარდირები
მესი („ბარსელონა“) – 37, რონალდუ („რეალი“)– 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 19, ადურისი („ბილბაო“), კასტრო („ბეტისი“) – 12, სოლდადო („ვალენსია“) – 11.