ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი ბილ რასელი შარშან ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დააფასა და თავისუფლების მედალი საზეიმოდ გადასცა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მედალია, რისი მიღებაც აშშ-ში სამოქალაქო პირს შეუძლია.
ბილ რასელი, რომელიც 11-ჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი, ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღებით ახლაც ძალიან ამაყობს და ცოტას ტრაბახობს კიდეც. ამასწინათ, ამერიკის ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბარში რასელმა ემოციები ვერ დამალა.
ბილ რასელმა ჟურნალისტებთან ისიც კი თქვა, რომ სპორტში მიღწეული წარამატებებით გამოწვეული სიხარული მაინც ვერ მოვა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გადაცემული ჯილდოთი მიღებულ სიხარულთან. მოხუც ბილს ახლა ყველანაირი უცნაურობა ეპატიება, რადგან ის ჭეშმარიტი ლეგენდაა. მით უმეტეს, რომ ამ კაცს პოლიტიკაში წასვლის შესახებ არასოდეს განუცხადებია.