სხვა

11:44 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბიატლში თბილისის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

21 აპრილს, თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის ეგიდით, თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა ბიატლში. ჩემპიონატში გოგონათა და ვაჟთა სამი ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა, გამარჯვებულებიც, შესაბამისად, ყველა გუნდიდან ცალ-ცალკე აირჩა და საპრიზო ადგილები ორ სპორტულ დისციპლინაში მიღებული შედეგების მიხედვით გადაინაწილეს. აქვე გათამაშდა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თენგიზ ახალშენიშვილის სახელობის თასი, რომლის მფლობელებიც უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ:

ვაჟები

ლაშა ყაულაშვილი (დაბ. - 1999 წ.) შედეგით: 00:57,89 (ცურვა); 3:41,0 (სირბილი),

გოგონები

უნდილაშვილი ელენე (დაბ. 1997 წ.) შედეგით: 1:09,61 (ცურვა); 4:38,0 (სირბილი).

ცურვასა (გლდანის საცურაო აუზი) და სირბილში (ვარდების რევოლუციის პარკი) ადგილობრივ, დამწყებ სპორტსმენებთან ერთად, რეგიონებიდან ჩამოსული კონკურსანტებიც მონაწილეობდნენ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მოიპოვეს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება. რეგისტრაციის მიხედვით შეჯიბრში თბილისის, საჩხერეს, რუსთავისა და გორის წარმომადგენლებს უნდა ეასპარეზათ, თუმცა გორიდან დარეგისტრირებული ახალგაზრდები არ გამოცხადებულან. შედეგად, 128 დარეგისტრირებული მონაწილედან - 94-მა სპორტსმენმა იასპარეზა და შესაბამისი, მონაწილის სერტიფიკატებიც გადაეცათ.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ვაჟები (2000-02 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. გიორგი ბახუტაშვილი (რუსთავის აუზი) – გაცურვის დრო - 1:08,90 წუთი, გარბენი - 2:04 წუთი;
  2. ლევან ბახტურიძე (საჩხერეს აუზი) - გაცურვის დრო - 1:08,71წუთი, გარბენი - 2:09 წუთი;
  3. რატი კერვალიშვილი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:09,90 წუთი, გარბენი - 2:11 წუთი.

გოგონები (2000-02 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. მერი მუმლაძე (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:09,03 წუთი, გარბენი - 2:07 წუთი;
  2. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავის აუზი) - გაცურვის დრო - 1:08,98 წუთი, გარბენი - 2:15 წუთი;
  3. ნათია მაჭავარიანი (საჩხერეს აუზი) - გაცურვის დრო - 1:21,35 წუთი, გარბენი - 2:35 წუთი.

ვაჟები (1998-99 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავის აუზი) – გაცურვის დრო - 00:56,97 წუთი, გარბენი - 3:42 წუთი;
  2. ირაკლი ჭარბაძე (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:02,10 წუთი, გარბენი - 3:44 წუთი;
  3. დავით ბოკერია (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:03,36 წუთი, გარბენი - 4:01 წუთი.

გოგონები (1998-99 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავის აუზი) - გაცურვის დრო - 1:10,72 წუთი, გარბენი - 4:36 წუთი;
  2. მარიამ წერეთელი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:12,76 წუთი, გარბენი - 4:48 წუთი;
  3. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერეს აუზი) - გაცურვის დრო - 1:13,86 წუთი, გარბენი - 4:53 წუთი.

ვაჟები (1996-97 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავის აუზი) – გაცურვის დრო - 00:57,89 წუთი, გარბენი - 3:41 წუთი;
  2. დიტო გიორგაძე (თბილისი, აუზი „ოლიმპიკი“) - გაცურვის დრო - 1:00,28 წუთი, გარბენი - 3:44 წუთი;
  3. ვასილ ხიზანიშვილი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:01,15 წუთი, გარბენი - 3:44,1 წუთი.

გოგონები (1996-97 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. ელენე უნდილაშვილი (თბილისი, აუზი „დიღომი“) - გაცურვის დრო - 1:09,61 წუთი, გარბენი - 4:38 წუთი;
  2. ოქსანა ბელოვა (რუსთავის აუზი) - გაცურვის დრო - 1:13,97 წუთი, გარბენი - 4:51 წუთი;
  3. ქეთი ცომაია (თბილისი, აუზი „ნეპტუნი“) - გაცურვის დრო - 1:25,46 წუთი, გარბენი - 6:06 წუთი.

კონკურსანტთა უმრავლესობა ასეთი ტიპის შეჯიბრში პირველად მონაწილეობდნენ. ტურნირის შემდეგ „მსოფლიო სპორტმა“ რამდენიმე მონაწილეს და ფედერაციის ხელმძღვანელობას მიმართა:

ვიაჩესლავ მალიშევი (თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ ამდენმა ბავშვმა მოისურვა და მოახერხა მონაწილეობა. ამინდმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდა. მოკლედ, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ვიმედოვნებ, ორი ოლიმპიური დისციპლინა, რომელიც ჩვენს ფედერაციაში შედის მალე ძალიან პოპულარული გახდება საქართველოში. ზოგადად ქვეყანაში პირველად ჩავატარეთ ამ ტიპის შეჯიბრი და სურვილი გვაქვს, მომავალში ამას პერმანენტული სახე მივცეთ“.

ნიკოლოზ ყაველაშვილი (გამარჯვებული უფროს ასაკობრივ ჯგუფში): „ძალიან გამიხარდა მონაწილეობა, რომ მივიღე საქართველოს ჩემპიონატში - ორჭიდში. ორმაგად მოხარული ვარ, იმით, რომ კარგად ვიასპარეზე და მოვიგე. ამავდროულად, გავხდი თენგიზ ახალშენიშვილის თასის მფლობელი. მადლობას ვუხდი საქართველოს ხუთჭიდის ფედერაციას და გამიხარდება, თუ უფრო ხშირად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები“.

თეონა ბოსტაშვილი (გამარჯვებული 1998-99 ასაკობრივ ჯგუფში): „დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ჩატარდა საქართველოში ხუთჭიდის ჩემპიონატი და მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვე“.

მერი მუმლაძე (გამარჯვებული უმცროს ასაკობრივ ჯგუფში): „პირველად მივიღე მონაწილეობა ხუთჭიდის ასეთ შეჯიბრში და ძალიან მესიამოვნა პირველ ადგილზე გასვლა. იმედი მაქვს, ხშირად ჩატარდება ასეთი შეჯიბრებები“.

 

0.875894