თამაშგარე

11:39 | 14.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბიანკა გასქოინი ეროტიკულ ფილმში მონაწილეობაზე დათანხმდა

ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ თავისი არაორდინარულობით ცნობილი ინგლისელი ვეტერანი ფეხბურთელის, პოლ გასქოინის გერი ბიანკა გასქოინი, რომელიც პოლის გვარს ატარებს, თამამ ფოტოგადაღებებს დათანხმდა და ამის გამო არაერთი ინგლისელი გაანაწყენა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ბიანკამ ინგლისელი რეჟისორის, სტივ ლედენის წინადადებაც მიიღო და მის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამაში თითქოს არაფერია უცნაური, მაგრმ საქმე ისაა, რომ სტივ ლედენს ეროტიკული სცენების გადაღებით აქვს სახელი გავარდნილი და ბიანკა გასქოინი გამომძიებელი ქალის როლისათვის რომ არ სჭირდება, ესეც ცხადია.
დაახლოებით 5 წელია, რაც პოლ გასქოინს საზოგადოება არ გაუოცებია თავისი უცნაური ქცევით. არადა, იყო დრო, როდესაც პოლი თითქმის ყოველდღე ხულიგნობდა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში თავისი საფეხბურთო კარიერის დაღუპვად დაუჯდა. ბრიტანეთში ამბობენ, რომ ახლა გასქოინი დაჭკვიანდა და მხიარული და ექსტრაორდინარული ყმაწვილის ნაცვლად დღეს დინჯ, მრავლისმნახველ ბიძაკაცს ვნახავთ. თუმცა, გასქოინის მშფოთვარე ცხოვრებას მისი გერი აგრძელებს.
ცნობილი გახდა, რომ ბიანკა გასქოინი ეროტიკულ ფილმში თამაშისათვის საკმაოდ მაღალ ჰონორარს, 1 მილიონ ინგლისურ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ამას გარდა, მისი შემოსავალი ფილმის წარმატების შესაბამისად გაიზრდება, რაც ამ ახალგაზრდა ქალისათვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს. ერთი ისაა, რომ სრულიად თავისუფალ და უკომპლექსო ბიანკას ინგლისელები ისედაც ალმაცერად უყურებენ და ეროტიკულ ფილმში მისი გადაღების შემდეგ, ალბათ საერთოდ მოიძულებენ.

0.151626