ცნობილი ინგლისელი ვეტერანი ფეხბურთელის, პოლ გასკოინის მეტად თავაშვებულმა გერმა, ბიანკა გასკოინმა კიდევ ერთხელ მიიპყრო ბრიტანელთა ყურადღება. ამჯერად საზოგადოებრივი მარწუხებისაგან სრულიად თავისუფალი ბიანკა ინგლისური პრესის ყურადღების ქვეშ არც თამამი ფოტოსესიებით მოხვდა და არც ახალ ეროტიკულ ფილმში გადაუღიათ.
ბიანკა გასკოინი ცოტა ხნის წინ, თავის მეგობრებთან ერთად, შვედეთის ულამაზეს კუნძულებზე ყოფილა სამოგზაუროდ და იქ გასჩენია იდეა, რომ კარგი იქნება, თუკი თავის პროდიუსერებს შესთავაზებს, ერთ-ერთი პატარა კუნძულის შეძენას, სადაც ტანკენარი გოგონებისათვის თამამი ფოტოსესიების გადაღება უფრო საინტერესოც იქნება და კრეატიულიც. ბიანკას ამ იდეას უკვე გამოეხმაურა ბრიტანულ კინოინდუსტრიაში ცნობილი ბობოლა პროდიუსერი, ვინმე მაიკლ კანდორი, რომელიც ამბობს, რომ თუკი შვედეთის მთავრობა რომელიმე პატარა კუნძულს იაფად მიჰყიდის, იგი მზადაა, პოლ გასკოინის შვილის წინადადება განიხილოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიანკა გასკოინი მთელმა მსოფლიომ მხოლოდ მისი თამამი ფოტოებით გაიცნო, ფაქტია, რომ ამ გოგონას განათლებას ვერავინ დაუწუნებს. თავის დროზე ბიანკა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინგლისურ კოლეჯში საკმაოდ კარგად სწავლობდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ კი, სწავლა ლონდონის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტეზე განაგრძო. ასე რომ, ბიანკა გასკოინის კრეატიული იდეები ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს.