თამაშგარე

11:12 | 3.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბიანკა დრაგუშანუ – რუმინელთა ოცნება

რუმინეთში რომ რიგითი მოქალაქე გააჩერო და მსოფლიო პოლიტიკაზე რაიმე ჰკითხო, შეიძლება პასუხიც კი არ გაგცეს, რადგან ამ საკითხზე ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს. მაგრამ სამაგიეროდ, ფაქტობრივად, ვერ ნახავთ რუმინელ კაცს, რომელმაც არ იცის, თუ ვინაა ბიანკა დრაგუშანუ.

ბიანკა დრაგუშანუ უკვე სამი წელია, რაც ყველაზე მომხიბვლელ და სექსუალურ რუმინელ ქალად ითვლება და სწორედ ამიტომაც, ჟურნალმა ”პლეიბოიმ”, მშვენირი ბიანკა თავის სახედ აირჩია. რა თქმა უნდა, მთელი რუმინეთი ამ ქალს შეტრფის და ადგილობრივი მამრები ბიანკას გაცნობაზე ოცნებობენ.
ოცნება ოცნებად, მაგრამ დრაგუშანუს ყველაზე ”ახლოს” გაცნობის ბედნიერება, ამჟამად ”კლუჟში” მობურთალ რუმინელ ფეხბურთელს, ადრიან კრისტეას ხვდა წილად. ადრიანი და ბიანკა წელიწადზე მეტია, რაც ერთად ცხოვრობენ და ”ოფიციალური” საყვარლების სტატუსსაც ატარებენ. თუმცა, როგორც რუმინელი ლამაზმანი ამბობს, დაქორწინებაზე ჯერ არ უფიქრიათ და ამ საკითხს არც კი განიხილავენ.
 
0.180115