ფეხბურთი

0:29 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” მწვრთნელი დაითხოვა

ესპანური “ბეტისის” მთავარი მწვრთნელი პეპე მელი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. აღნიშნულის მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა – პრიმერა დივიზიონის 15 ტურის თავზე სევილიური გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფება.

50 წლის სპეციალისტს “ბეტისის” თავკაცის პოსტი 2010 წლიდან ეკავა და ამ პერიოდში მე-2 დივიზიონიდან ანდალუზიელები ევროთასებამდე აღაზევა.

მიმდინარე სეზონში მელი უკვე მე-2 მწვრთნელია “ოსასუნას” დამრიგებელ ხოსე ლუის მენდილიბარის შემდეგ, რომელმაც პრიმერაში სამუშაო დაკარგა.

მელის გარდა, “ბეტისი” მისმა ასისტენტებმაც დატოვეს.

0.114778