მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ლეო ბაპტისტაო, სეზონის ბოლომდე, “ბეტისში” ითამაშებს. “სევილიურმა” გუნდმა 21 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი დაადასტურა. არაოფიციალური ინფორმაციით, “ბეტისს” ბაპტისტაოს ნახევარწლიანი არენდა დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაუჯდება.
ლეო ბაპტისტაო “ატლეტიკოში” გასულ ზაფხულში გადავიდა, თუმცა “რაიოს” ყოფილმა ფეხბურთელმა მადრიდელთა მოლოდინი, ჯერჯერობით, ვერ გაამართლა. ბაპტისტაოს ანგარიშზე “ატლეტიკოში” ჩატარებულ 10 მატჩში გატანილი 1 გოლია.