ფეხბურთი

2:28 | 13.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბეტისის“ სასწაული სევილიურ დერბიში

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31–ე ტური ძალზე დრამატული და სანახაობრივი მატჩით დაიწყო. სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან „ბენიტო ვილიამარინზე“ სევილიური დერბი ჩატარდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ბრძოლაც გაჩაღდა.

„სევილიამ“ „ბეტისთან“ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო და ალბათ, ბევრი ვერ იფიქრებდა, 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე ფრე თუ დაფიქსირდებოდა. მატჩის დებიუტში, ივან რაკიტიჩმა მარცხენა მახვილი კუთხიდან აიღო „ბეტისის“ კარი, რამდენიმე წუთში კი, ხორვატი მცველის შეცდომის წყალობით კვლავ აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაში და დუბლიც გაიფორმა – 0:2.

სტუმრებს უკვე სერიოზული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ამაზე არ გაჩერებულან და ანგარიშის გაზრდაც მოახერხეს – 33–ე წუთზე, ხოსე ანტონიო რეიესის ბრწყინვალე პასის შემდეგ, ალვარო ნეგრედომ ბურთი მასპინძელთა კარში იოლად მოათავსა – 0:3.

მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, „ბეტისმა“ ერთი ბურთი გაქვითა და თავის ქომაგებს იმედი გაუჩინა. 54–ე წუთზე, „სევილიას“ კარში პენალტი დაინშნა, რომელიც რუბენ კასტორომ აქცია გოლად და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

ამის შემდეგ, „ბეტისმა“ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და თავისი ძალების ირწმუნა, მატჩის უკანასკნელ წუთზე კი, ნოსა იგებორმა საგოლედ დაჰკრა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 3:3.

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 52000

ბეტისი – სევილია 3:3 (1:3)

ბეტისი:  ადრიანი, ჩიკა, პაულანი (იგებორი 82), ამაია, მარტინესი, ბენიატი, კანიასი, კარლოსი (მოლინა 46), კასტრო, პაბონი, კემპბელი (ვადილიო 65).

მწვრთნელი: პეპე მელი

სევილია: ბეტუ, ფასიო, კოკე, ბოტია, მორენო, რეიესი (პეროტი 69), ნავასი, რაკიტიჩი, მედელი, კონდოგბია (მადურო 85), ნეგრედო (მანუ 90).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (7), 0:2 რაკიტიჩი (19), 0:3 ნეგრედო (33), 1:3 პაბონი (43), კასტრო (54პ.), 3:3 იგებორი (89)

გაფრთხილებები: ბენიატი (6), ამაია (30), ჩიკა 930), კანიასი (56), კემპბელი (63) – ფასიო (53), მორენო (90)

გაძევება: მედელი (55)

კარში დარტყმა: 12 (4) – 11 (5) ჯარიმა: 14 - 11 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 0 - 5 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 2 – 1

0.167123