ზედიზედ მე–7 მატჩია, სევილიურ „ბეტისს“ საკუთარ კედლებში მარცხი არ უგემია და რა გასაკვირია, რომ ანდალუსიურ მხარეში გამარჯვება ვერც „ოსასუნამ“ შეძლო.
თამაში მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ „ბეტისმა“ მათი რეალიზება უკეთ მოახერხა და 3 ქულაც „ჩაიჯიბა“.
მე–19 წუთზე, ჟოელ კემპბელის პასით ხორხე მოლინამ ისარგებლა და სევილიელები დააწინაურა. სტუმრებს შანსები ჰქონდათ, მაგრამ პირველ ტაიმში წონასწორობის აღდგენა არ გამოუვიდათ.
ანგარიში 74–ე წუთზე გათანაბრდა – ფრანსისკო სილვას დარტყმული შედეგიანი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, სტუმრებს ქულის მოპოვება რუბენ კასტრომ არ დაანება და ხუთიოდ წუთში „ბეტისი“ ისევ წინ გაიყვანა – 2:1.
სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 33000
ბეტისი – ოსასუნა 2:1 (1:0)
ბეტისი: ადრიანი, ნაჩო, ლოპესი, პაულანი, ამაია, ბენიატი (პაბონი 78, ფაუსტო 86), კანიასი, კარლოსი, კასტრო, მოლინა, კემპბელი (ნონო 63).
მწვრთნელი: პეპე მელი
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ფლანიო, ლოლო, ბერტრანი, არიბასი, სანხურხო (შოჯაეი 46), სილვა, დე ლას კუევასი (ნინო 82), არმენტეროსი, სოლა (სეხუდო 46).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 1:0 მოლინა (19), 1:1 სილვა (74), 2:1 კასტრო (79)
გაფრთხილებები: ნაჩო (29), კარლოსი (58), ბენიატი (69), პაულანი (72), ნონო (76) – სანხურხო (26), დამია (41), არმენტეროსი (52), არიბასი (83)
გაძევება: სილვა (90)
კარში დარტყმა: 9 (6) – 11 (5) ჯარიმა: 17 - 17 კუთხური: 0 - 5 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 4 – 4
1. | ბარსელონა | 26 | 22 | 2 | 2 | 83:30 | 68 |
2. | ატლეტიკო | 26 | 18 | 3 | 5 | 48:23 | 57 |
3. | რეალი | 26 | 17 | 4 | 5 | 64:24 | 55 |
4. | მალაგა | 26 | 12 | 7 | 7 | 37:24 | 43 |
5. | ბეტისი | 27 | 13 | 4 | 10 | 39:39 | 43 |
6. | ვალენსია | 26 | 12 | 6 | 8 | 38:39 | 42 |
7. | სოსიედადი | 26 | 11 | 8 | 7 | 44:34 | 41 |
8. | ხეტაფე | 26 | 11 | 5 | 10 | 37:44 | 38 |
9. | რაიო | 26 | 12 | 2 | 12 | 34:43 | 38 |
10. | სევილია | 26 | 10 | 5 | 11 | 38:38 | 35 |
11. | ლევანტე | 26 | 10 | 5 | 11 | 32:40 | 35 |
12. | ვალიადოლიდი | 26 | 9 | 7 | 10 | 34:33 | 34 |
13. | ესპანიოლი | 26 | 8 | 8 | 10 | 31:35 | 32 |
14. | ბილბაო | 26 | 8 | 5 | 13 | 31:50 | 29 |
15. | ოსასუნა | 27 | 7 | 7 | 13 | 23:30 | 28 |
16. | გრანადა | 26 | 7 | 5 | 14 | 25:38 | 26 |
17. | სარაგოსა | 26 | 7 | 4 | 15 | 25:38 | 25 |
18. | სელტა | 26 | 6 | 5 | 15 | 25:36 | 23 |
19. | მალიორკა | 26 | 5 | 6 | 15 | 26:49 | 21 |
20. | დეპორტივო | 26 | 3 | 8 | 15 | 29:56 | 17 |
ბომბარდირები
მესი („ბარსელონა“) – 39, რონალდუ („რეალი“) – 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 21, ნეგრედო („სევილია“), სოლდადო („ვალენსია“) – 13.
შემდეგი ტური
9 მარტი
ბეტისი-ოსასუნა; რაიო-ესპანიოლი; ვალიადოლიდი-მალაგა; ბარსელონა-დეპორტივო; მალიორკა-სევილია.
10 მარტი
ბილბაო-ვალენსია; ლევანტე-ხეტაფე; სელტა-რეალი; ატლეტიკო-სოსიედადი.
11 მარტი
სარაგოსა-გრანადა.