ფეხბურთი

16:10 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბესო ზოიძეს მოსკოვის “სპარტაკის” ფუტსალისტთა გუნდი ჩააბარეს

საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრების ყოფილი წევრი ბესო ზოიძე მიმდინარე სეზონის წინ მოსკოვის “სპარტაკის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ის წლების განმავლობაში ფუტსალისტთა ამავე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხოლო ამჯერად მისი გაძღოლა ანდეს. მანამდე 7 წლის განმავლობაში “გაზპრომ-იუგრიში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

gazeta.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბესო ზოიძემ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელების გამოსვლას დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს და ჯანო ანანიძის დიდი თაყვანისმცემელია.  

ბესო ზოიძე: “რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობ თვალი ვადევნო არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენელთა გამოსვლას. ჩემი ქვეყნის სპორტსმენები მსოფლიოში ბევრნი არ არიან და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობ ჩემს თანამემამულეებს ვუგულშემატკივრო. როდესაც ისინი რაიმეს აღწევენ, პირადად თუ გუნდურში, ძალიან მიხარია”.

ზოიძის აზრით, ანანიძეს ფიზიკური მომზადება არ ჰყოფნის და მოსკოვის “სპარტაკის” სასტარტო შემადგენლობაში ფეხი ამიტომ ვერ მოკიდა:

“ჯანო ანანიძის დიდი გულშემატკივარი ვარ. მას ნიჭიერ მოთამაშედ მივიჩნევ, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ვფიქრობ, ის ფიზიკურ მომზადებაში მოისუსტებს და უნდა მომძლავრდეს, ათლეტი გახდეს. სწორედ ეს არ ყოფნის, თორემ დანარჩენი ყველაფერი აქვს. ჯანო ძალიან ნიჭიერი, ტექნიკური და არაორდინალური ფეხბურთელია. იგის სხვებისგან არასტანდარტული აზროვნებითა და თავისებური ტექნიკით გამოირჩევა. სხვათა შორის, ეს ტექნიკა ძალიან ჰგავს მინი-ფეხბურთისას. მას მოკლე დისტანციაზე თამაში შეუძლია, რაც მინი-ფეხბურთში გამოიყენება.

ჯანოს არ ვიცნობ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ის ოდესმე მინი-ფეხბურთს თამაშობდა. უბრალოდ, ეს თვისებები სისხლში აქვს”.

0.117011