კალათბურთი

18:05 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ ლეჟავასა და ქუთათურების გზები გაიყარა

სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბის “ქუთაისი-2010”-ისა და უკანახაზელ ბესიკ ლეჟავას გზები გაიყარა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ლეჟავამ განუცხადა.

“ახალი, 2013-14 წლების სეზონისთვის მზადების პერიოდში, მე და “ქუთაისი-2010”-ის ხელმძღვანელობამ სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწიეთ იმის შესახებ, რომ კარიერას ქუთათურთა რიგებში გავაგრძელებდი. “ქუთაისი-2010”-ის ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ, ჩვენს მოლაპარაკებებშიც ცვლილებები შევიდა, რომელიც არ მაკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ჩემსა და “ქუთაისი-2010”-ს შორის კონტრაქტი აღარ გაფორმდება და იძულებული ვარ, ახალი კლუბი ვეძიო”, – გვითხრა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ლეჟავამ 2012-13 წლების სეზონი მომავალ ჩემპიონსა და თასის მფლობელ “შსს აკადემიაში” დაიწყო, მეორე წრიდან კი ასპარეზობა “არმიას” რიგებში გააგრძელა და 2012-13 წლების სეზონი ამავე კლუბში დაასრულა.


0.10742