საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, უკანახაზელი ბესიკ ლეჟავა (21.02.86, 193 სმ, 87 კგ) სასპორტო კარიერას სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “ქუთაისი-2010”-ში გააგრძელებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ლეჟავამ 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი ქვეყნის მომავალ ჩემპიონ “შსს აკადემიაში’ დაიწყო, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო პირველი წრის შემდეგ დატოვა. ამის შემდეგ ლეჟავამ კარიერა “არმიაში’ გააგრძელა და თანაგუნდელებთან ერთად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.