კალათბურთი

21:22 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ ლეჟავა “დინამოში” ჩაირიცხა

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, უკანახაზელი ბესიკ ლეჟავა (21.02.86. 193სმ, 87კგ), საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ “დინამოში” ჩირიცხა, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლეჟავამ 2012-13 წლების სეზონი “შსს აკადემიაში” დაიწყო, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შედეგ დატოვა და “არმიაში” გადავიდა. აღნიშნული გუნდების გარდა, ბესიკს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა წამყვან კლუბში აქვს ნათამაშები და უცხოურ კლუბებშიც გაუტარებია რამდენიმე სეზონი.

 

0.13672