კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი, სტამბულის "ბეშიქთაშის" ინტერესის სფეროში მოხვდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მზადაა, 28 წლის ფეხბურთელი ძალიან დაბალ ფასადაც გაყიდოს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის წინადადებით მიმართავენ თურქები ესპანელებს.
უკვე ცნობილია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი კატალონიელებისთვის, შეიძლება ითქვას, ზედმეტი ტვირთია. 2012/13 წლების სეზონი აფელაიმ "შალკეში", იჯარის წესით გაატარა. "ბარსელონაში" დაბრუნებულ ჰოლანდიელს ტრავმის გამო თითქმის არაფერი გაუკეთებია. აფელაიმ მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მოედანზე 24 წუთი დაჰყო. აქედან გამომდინარე, კატალონიელების სურვილი, ფეხბურთელი გაასხვისონ, გასაგებია. 28 წლის ნახევარმცველს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
გიორგი ბალახაძე