ინტერვიუები

21:20 | 8.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბერტ ვან მარვიიკი: “ფავორიტები ვართ, მაგრამ იოლი თამაში არ გვექნება”

წინასწარ დაანონსებული იყო, რომ ჰოლანდია-დანიის მატჩამდე ერთი დღით ადრე გასამართ პრესკონფერენციას მხოლოდ “ნარინჯისფერთა” კაპიტანი მარკ ვან ბომელი დაესწრებოდა. თუმცა, საპრესკონფერენციო დარბაზში, მასთან ერთად, ჰოლანდიელთა მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან მარვიიკიც გამოცხადდა.
დანიელთა პრესკონფერენციისგან განსხვავებით, ჰოლანდიელების მასმედიასთან შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა, მიუხედავად იმისა, რომ 200-კაციან დარბაზში “ტიტების ქვეყნიდან” 57 ჟურნალისტი იმყოფებოდა.
- ხარკოვი რამდენად მოგწონთ?
- დღეს ჩამოვედით და კარგ სასტუმროში დავბინავდით. მოედანზე ჯერ არ გავსულვართ.
- იან მატიისენის მდგომარეობაზე რას იტყვით?
- ის ხვალ არ ითამაშებს. მატიისენი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იანი გუნდთან ერთად იქნება და იმედია, მომავალ მატჩებში დაგვეხმარება.
- იცით, რა შემადგენლობით ითამაშებთ?
- ჯერ არ ვიცი.
- მარცხენა მცველის პოზიციაზე ვინ იქნება?
- არ ვიცი.
- პირველ თამაშს დანიასთან ატარებთ და მეტოქეს როგორ შეაფასებთ?
- რთული მატჩი იქნება. ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაში განსაკუთრებულად ძნელია. ვფიქრობ, დანიელები პრესინგს მიმართავენ და კონტრშეტევებზე ითამაშებენ.
- დანიელები ამბობენ, რომ მომავალ მატჩში ფავორიტები ხართ?
- მეც ასე ვფიქრობ. თუმცა, არა მგონია, რომ იოლი თამაში გველის. ბევრი დანიელი ფეხბურთელი ჰოლანდიაში თამაშობს, ესპანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ჩემპიონატებშიც გამოდიან. ხვალ იოლი თამაში არ გვექნება, მაგრამ გამარჯვებას ვეცდებით.

ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან
ავტორის ფოტო

 

0.126023