თამაშგარე

12:05 | 17.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილი უსექსობას უჩივის

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი, “ფორმულა 1”-ის მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი სულ ცოტა ხნის წინ თავისზე ბევრად უმცროს ქალზე დაქორწინდა. ბერნის უფროსი ქალიშვილი, ტამარა ეკლსტოუნი კი, ბედის ირონიით, სწორედ მაშინ დაშორდა თავის საქმროს, როდესაც მამამისი საქორწილო გაწამაწიაში იყო.
ტამარა ეკლსტოუნი მშობლებმა თამამ ასულად გაზარდეს და მისთვის უცხოა მორიდება და პირადი ცხოვრების მიჩქმალვა. საკუთარ დასთან, პეტრა ელკსტოუნთან ლოს ანჯელესში ჩასულმა ტამარა ეკლსტოუნმა ღიად განაცხადა, რომ საქმროსთან დაშორების მიზეზი სექსის ნაკლებობა იყო.
როგორც აღმოჩნდა, ტამარას ნიუიორკელი საქმრო სექსის ამბებში ერთობ ზანტი და უგულო ვინმე იყო. ბერნის უფროსი ქალიშვილი ირწმუნება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქმროს სექსზე დასათანხმებლად დიდი წვალება სჭირდებოდა. ასეთ დუნე კაცზე ქორწინება კი, ცეცხლოვანმა ტამარამ, რასაკვირველია, აღარ მოინდომა.
 

0.128461