თამაშგარე

11:06 | 12.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონის ყოფილი საყვარელი ქალაქის მერობას აპირებს

სავსებით შესაძლებელი ყოფილა, ცნობილი იტალიელი პორნოვარსკვლავი ჩიჩოლინა, რომელიც ამჟამად იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ”მილანის” პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და იტალიის პარლამენტის წევრია, იტალიის ქალაქ მონცის მერი გახდეს. ჩიჩოლინამ ამ ამბიციის შესახებ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ამცნო და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს მონცის მერის არჩევნებში მონაწილეობას.
შებერებული ჩიჩოლინა (ვისი ნამდვილი სახელი და გვარიც კი ზუსტად ვერავინ გაარკვია) არასოდეს მალავდა, რომ წლების განმავლობაში სილვიო ბერლუსკონი მისი საყვარელი იყო და მისი აზრით, “მილანის” ამჟამინდელი პრეზიდენტი დღემდე სრულფასოვანი მამაკაცია და რამე რომ იყოს, ახალგაზრდა კაცებს სექსუალური შესაძლებლობებით ახლაც არ ჩამოუვარდება.
სწორედ სილვიო ბერლუსკონის შეწევნით მოხდა ისე, რომ დღეს ჩიჩოლინას სახელმწიფო (რთული გასაგებია, რა დამსახურების გამო) წელიწადში 40 ათას ევროს ურიცხავს. ხოლო თუ ამ ქალმა მონცაში მერობამდეც მიაღწია, მისი შემოსავლების ზრდა თქვენ მერე უნდა ნახოთ... ცნობისათვის, ჩიჩოლინა დაახლოებით 50 პორნოფილმშია გადაღებული. ამ ფილმებიდან დაახლოებით 20-ში ჩიჩოლინა მთავარ როლს ასრულებდა. აბა, ასეთ ქალს ვინ და რა დაუდგება წინ?!
 

0.131732