იტალიური “მილანის” პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებით, მის კლუბს კატალონიელი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის შენარჩუნება სურს.
ბოიანი, რომელიც მე-2 წელია იტალიაში თამაშობს, კვლავ “ბარსელონას” საკუთრებაა, მაგრამ მილანელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.
“ბოიანში ვხედავთ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენს გუნდს გამოადგება. მას ყველა საჭირო თვისება აქვს იმისათვის, რომ “მილანის” მაისურით ითამაშოს. ვფიქრობ, ის ჩვენთან დარჩება.” – აცხადებს ბერლუსკონი.
მიმდინარე სეზონში, “მილანის” მაისურით ჩატარებულ 23 თამაშში, ბოიანმა 3 გოლი გაიტანა.