"მილანის" მფლობელი სილვიო ბერლუსკონი აღიარებს, რომ ვინჩენცო მონტელა კარგი მწვრთნელია და კლუბის თავკაცად მის ვარიანტს განიხილავს.
ბერლუსკონი აგრეთვე აღნიშნავს, რომ კლარენ ზეედორფის მომავალს სეზონის ბოლოს განიხილავენ.
"ვფიქრობ, მონტელამ "ფიორენტინაში" ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და იგი მშვენიერი მწვრთნელია. სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობა შევიკრიბებით და მწვრთნელის საკითხსაც გადავწყვეტთ. როდესაც პოლიტიკური აქტივობა შევწყვიტე, მთლიანად "მილანის" საქმეებზე გადავერთე. კლუბი ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კლუბის გაყიდვას არ ვაპირებ. პსჟ იმ ფულითაა ძლიერი, რომელიც არაბებმა ამ კლუბში ჩადეს, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ჩვენივე პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და კლუბი კრიზისიდან გამოვიყვანოთ." - განუცხადა La Gazzetta Dello Sport-ს ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, რომ "მილანს" იტალიის ჩემპიონატში 36 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს და ევროპის ლიგის ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.
გიორგი ბალახაძე