“მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კლუბის აქციების სრულად გაყიდვას გეგმავს. იტალიური პრესის ცნობით, “როსონერის” მსურველმა 700 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
ბერლუსკონიმ დასახმარებლად კომპანია Lazard Ltd-ს მიმართა, რომელიც 77 წლის იტალიელს კლიენტის პოვნაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია მილანის “ინტერსაც” დაეხმარა. “ნერაძურის” ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბის აქციების 70% ბიზნესმენ ერიკ ტოხირს სწორედ Lazard Ltd-ს დახმარებით მიჰყიდა.