იტალიის პრემიერ-მინისტრისა და საფეხბურთო კლუბ “მილანის“ პრეზიდენტის – სილვიო ბერლუსკონის გარშემო სექსუალური სკანდელები არ წყდება. დონ სილვიოს სასამართლოში ამჯერად 18 წლის წარმოშობით მაროკოელი ლამაზმანი - კარიმა ელ-მარუგი უჩივის. როგორც კარიმა ირწმუნება, იგი იტალიის პრემიერ-მინისტრისაგან არის ფეხმძიმედ და ამჟამად ორსულობის მეოთხე თვეში იმყოფება. მაროკოელი გოგონას თქმით, მასსა და სილვიოს შორის სექსი ბერლუსკონიმ ძალადობრივი მეთოდებით განახორციელა და სწორედ ამ სექსის შემდეგ დარჩა კარომა (მეტსახელად “რუბია“) ორსულად.
ბერლუსკონის პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ თუკი პრემიერს ეს დანაშაულიც დაუმტკიცდა, მისი საქმე უკვე დამთავრებული იქნება და ციხეს თუ ასცდა და მხოლოდ თანამდებობიდან წასვლით შემოიფარგლა – კმაყოფილი უნდა იყოს. რაც შეეხება საფეხბურთი კლუბ “მილანს... ცოტა ხნის წინ, ბერლუსკონიმ პრესკონფერენციაზე დიდი ფიცი-მტკიცით განაცხადა, რომ ცოცხალი თავით არ აპირებს საყვარელი კლუბის დათმობას და მისი პრეზიდენტობა ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე მეტად უღირს.
სილვიო ბერლუსკონის ამჟამად ერთადერთი სანუგეშო ის აქვს, რომ კარიმა ელ-მარუგისა და მისი ისტორიის რეალურობა ბევრ ჟურნალისტში ეჭვებს იწვევს, რადგან, მასსა და ელ-მარუგის შორის სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური აქტის დროს დასახელებულ ჟამს, სილვიო მოსკოვში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა. თუმცა, თუკი ბერლუსკონი-პუტინის ერთობლივ ოღრაშობებს გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, რომ ქარიმა სილვიოს მოსკოვში რომ ჰყოლოდა წაყვანილი.