იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სილვიო ბერლუსკონიმ მასიმილიანო ალეგრის “რომაში” წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თუმცა, აპენინელ ჟურნალისტთა ნაწილი ბერლუსკონის ამ განცხადებას ხუმრობად მიიჩნევს.
“ალეგრი “რომაში” მიდის. ოფიციალურ განცხადებას “სიენასთან” მატჩის შემდეგ გავაკეთებთ.” – ციტირებს ბერლუსკონის სიტყვებს Gazetta Giallorossa. თუმცა, უფრო ავტორიტეტული იტალიური გამოცემები, Gazzetta dello Sport-ი და Corriere dello Sport-ი “მილანის” პრეზიდენტის ამ განცხადებას ხუმრობად მიიჩნევენ.