მთელ იტალიაში ერთი ამბავია ატეხილი საფეხბურთო კლუბ ”მილანის“ გაყიდვასთან დაკავშირებით. ბოლო დროს ლომბარდიული კლუბის შეძენით არაბი მილიარდერები იყვნენ დაინტერესებულნი და ჯიბესქელი მუსლიმი ბიძაკაცები სილვიო ბერლუსკონისა და მის ოჯახს “მილანის” სანაცვლოდ გვარიან თანხას სთავაზობდნენ.
სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი ბარაბარა ისე გააბრაზა საყვარელი კლუბის გაყიდვის შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა, რომ ამ ამბების გამავრცელებლებს ”ოჯახის მტრები” უწოდა და კაცი რომ ყოფილიყო, ალბათ “დაიგინებდა” კიდეც, რომ არც სილვიო და არც მისი ქალიშვილი, ”მილანის” გაყიდვას არ აპირებენ.
ისე, ბარბარა ბერლუსკონის წყევლა-კრულვას ნამდვილად უჯობს, მან და მამამისმა ”მილანს” მიხედონ, რომელიც წლიდან წლამდე სუსტდება და არაერთმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ”მილანი” “ის თამრო აღარ არის”. ამას თაობათა ცვლაც დაერთო და...