მსოფლიო რეიტინგსიის 74-ე არგენტინელმა ნომერმა, 30 წლის კარლოს ბერლოკმა პროფესიული კარიერის განმავლობაში პირველი ტიტული მოიპივა. პატაგონიელმა წარმატებას ჩრდილოური შვედეთის, ბოსტადის ტურნირზე მიაღწია, რომლის ფინალშიც 29 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს 7:5, 6:1 მოუგო.
გადამწყვეტი შეხვედრა საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ბერლოკმა 5 ბრეიკი და 3 ეისი განახორციელა. ეს მეტოქეები დღეს ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ და პირველ დაპირისპირებაში მარცხის შემდეგ ბერლოკმა ვერდასკოს რევანში აუღო.
ბერლოკმა პროფესიული საჩოგბურთო კარიერა 2001 წელს დაიწყო, ბოსტადში გამარჯვების შედეგად კი მან 78300 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბოსტადის შეჯიბრების მთლიანი საპრიზო ფონდი 566 938 დოლარი გახლდათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუ ეს მაგრად არ მევასება
არგენტინას კაი სკოლა აქვს..
რავი დიდი არაფერი სკოლა აქვთ არგენტინელებს...მონაკო რო გეყოლება რა უნდა მაგას საერთოდ ოცეულშიც კი...თან ძირითადად სილის მოთამაშეები არიან ესენიც ესპანელების მსგავსად...ამერიკას საუკეთესო სკოლა აქვს,უკეთესი რო არც შეიძლება
არგენტინას დელ პოტრო მაინც ჰყავს, ყველაზე მაგრები ესპანელები არიან დღეს უდავოდ!
ზოგადად ვიძახი ამერიკას ვერავინ შეედრება...