მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგი” მორიგი საკონტროლო მატჩის ჩასატარებლად ვენეციას ეწვია და ადგილობრივ “უმანა რეიერთან”, რომელიც იტალიურ სერია ა-ში თამაშობს, 83:90 წააგო.
ლაშკოელები შეხვედრის განმავლობაში საგძნობლად ჩამორჩნენ და სხვაობის შემცირება მხოლოდ დასკვნით მეოთხედში მოახერხეს, რომელშიც 28:13 იმარჯვეს.
სასიხარულოა, რომ “ზლატოროგის” ქართველი ახალწვეული 10-ქულიან ზღვარს ამჯერადაც ასცდა. ბერიშვილმა 12 ქულა მიითვალა და თანაგუნდელთაგან მხოლოდ ზაგორაცს (25) და ლაპორნიკს (23) ჩამორჩა.