სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:42 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერიაშვილი რუსთავის “მეტალურგში”

 

რუსთავის “მეტალურგს” საკმაო ძალა შეემატა გიორგი ბერიაშვილის სახით. 26 წლის ფორვარდმა ქვემოქართლელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ “მეტალურგის” პრესსამსახურმა გვაცნობა. როგორც იცით, ბერიაშვილი ბოლო სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა და საკმაოდ შედეგიანადაც.

ბერიაშვილს ასევე უთამაშია “ვიტ ჯორჯიასა” და აზერბაიჯანის “თურანში”, ასპარეზობდა ახლანდელ კლუბშიც. შეხსენებისთვის, ბერიაშვილამდე რუსთაველთა რიგებს შეემატნენ გურამ გურეშიძე, გიორგი ვასაძე (ორივე “ვიტ ჯორჯიადან”) და დავით კირკიტაძე (“ჩიხურადან”). 


სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.124656