ჰოლანდიელ დენის ბერგკამპს ლონდონის სტადიონ "ემირეიტსის" სიახლოვეს ძეგლს დაუდგამენ. "არსენალის" ხელმძღვანელთა განმარტებით, ბერგკამპი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს კლუბის მხრიდან.
"ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს ძეგლს დგამენ. უდიდესი პატივია ჩემთვის. ყველამ იცის, რომ "არსენალი" ძალიან მიყვარს. იქ ფანტასტიკური წლები გავატარე" - თქვა ბერხკამპმა.
"არამფრინავ ჰოლანდიელად" წოდებულმა ბერგკამპმა 11 წელი ითამაშა "მეთოფეებში" და 423 მატჩში 120 გოლი გაიტანა. ამჟამად ის მშობლიური "აიაქსის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.
"ემირეიტსთან" სამი არსენალელის ძეგლი უკვე დგას: ტიერი ანრის, ტონი ადამსისა და ჰერბერტ ჩეპმენის.