თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ჩამთავრებიდან ორიოდ დღეში, გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრის საჭიდაო დარბაზი ბერძენ-რომაელებს დაეთმოთ. ტურნირი გუშინ დაიწყო და წინასწარი გეგმით, სანახევროდ უნდა ჩაჭიდავებულიყო, მაგრამ ორგანიზატორებმა წინასააღდგომო თადარიგი დაიჭირეს. გაითვალისწინეს რა, რომ ჩემპიონატის მონაწილეთა დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოდანაა და მომავალი დღესასწაულისთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნება უგვიანდებოდათ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებმა გუშინ 5 წონითი კატეგორიის ნაცვლად, მედლები 6 წონაში გაათამაშეს.
პირველ დღეს ტურნირში 140-მდე ჭაბუკი ჩაერთო. წინასწარი შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყო და თითქმის 9 საათის განმავლობაში, სამმა ხალიჩამ სრული დატვირთვით იმუშავა. ამასთან, დაძაბული და ლამაზი ბრძოლების სიმრავლით მაყურებლებიც და სპეციალისტებიც სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩნენ.
ყველაზე შედეგიანად აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა იჭიდავეს. მათ 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ზღვისპირელთაგან საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: ედნარ შავაძე (42 კგ), შმაგი ბოლქვაძე (50 კგ), ამირან შავაძე (54 კგ), რამაზ სურმანიძე (58 კგ) და ფირუზ წულუკიძე (63 კგ). სულაც, ასპროცენტიან ოქროს შედეგს აჩვენებდნენ, 46 კილოგრამში მოჭიდავე გელა ბოლქვაძე ფინალში სენაკელ მურთაზ ჩაბრავასთან რომ არ დამარცხებულიყო.
დღეს მედლები 69, 76, 85 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება და სავარაუდოდ, ნაშუადღევს უკვე ოთხივე წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორთა ვინაობა გარკვეული იქნება.
საქართველოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
42 კგ.
1 ედნარ შავაძე (აჭარა)
2 ბაკურ გოგოლი (სენაკი)
3 ოთარ კორტავა (ხობი)
3 ლეონ ხოზრევანიძე (აჭარა)
1 მურთაზ ჩაბრავა (სენაკი)
2 გელა ბოლქვაძე (აჭარა)
3 გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი)
3 გიორგი ჩიქოვანი (ოზურგეთი)
1 შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
2 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)
3 ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)
3 ნოდარ დოლიძე (ოზურგეთი)
1 ამირან შავაძე (აჭარა)
2 ხვიჩა ჭითავა (სენაკი)
3 თემურ კვაჭაძე (ოზურგეთი)
3 ბადრი დათუნაშვილი (ოზურგეთი)
1 რამაზ სურმანიძე (აჭარა)
2 თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
3 ვლადიმერ ქიქავა (თბილისი)
3 ალიკა ჭუმბურიძე (ჭიათურა)
1 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
2 ზეზვა აბრამიშვილი (გარდაბანი)
3 შმაგი გელაშვილი (გარდაბანი)
3 ირაკლი ჭითანავა (ხობი)