ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. დღეს, ლეიბზე 55, 60, 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე სპორტსმენები გავიდნენ. პირველ ორ წონაში ჩემპიონის ტიტულს, საქართველოს წინა ჩემპიონატის მსგავსად, ქუთაისელი ლაშა გოგიტაძე (55) და ბორჯომელი რევაზ ლაშხი (60) დაეუფლნენ. გოგიტაძემ ფინალში ოზურგეთელ ზურაბ მაჭარაშვილს სძლია, ხოლო ლაშხმა თბილისელი ირაკლი ჭოჭუა დაამარცხა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ახალგაზრდა არჩილ თურმანიძე (აჭარა) ავიდა, მან, გადაწყვეტ ბრძოლაში, თავისზე გამოცდილი მუხრან მაჭუტაძე (აჭარა) დაამარცხა. 74 კილოგრამში კი, ოქროს მედალი მანუჩარ ცხადაიამ (ხობი) მოიპოვა, რომელმაც ფინალში თბილისელ ილია გულბათაშვილს მოუგო.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში - 84, 96 და 120 კილოგრამებში გამოვლიდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე