ჭიდაობა

23:02 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელების ვერცხლის დღე

 

ჩერნოგორიის ქალაქ ბარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, დღეს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკები ჩაერთნენ. ჩემპიონ-პრიზიორები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი, სამეულში შესვლა მხოლოდ 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ქავჟარაძემ შეძლო. შეჯიბრება ჩერნოგორიელი ივან მაზგალჟის ძლევით გახსნა, ესტონელი ოტ საარი და უნგრელი ერიკ ტორბაც ჩამოიშორა და ფინალში გავიდა. სომეხ არმან მელიქიანთან ვეღარას გახდა და საბოლოოდ, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღესვე, ევროხალიჩაზე თემურ ჭელიძე (42 კგ), დავით ჩხარტიშვილი (50 კგ), გიორგი მელია (69 კგ) და გიგა ქოქოლაძეც (85 კგ) გავიდნენ, მაგრამ ოთხივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა. ხვალ კი, საქმეში თემურ შავაძე (46 კგ), გიორგი კურტანიძე (54 კგ), მინდია ბოლქვაძე (63 კგ), ირაკლი თარხნიშვილი (76 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) ჩაერთვებიან.  

0.121751