სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

15:48 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელები 4 ოქროს შეუტევენ

ბაქოში მიმდინარე ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან პრის ფინალურ ტურნირზე დღეს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. დილის პროგრამის შეხვედრები უკვე დასრულდა და ჩასატარებელი ფინალური ბრძოლებიღა დარჩა, რომლებშიც საქართველოს ნაკრების წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. გადამწყვეტ ბრძოლაში ოთხივეს აზერბაიჯანელი მეტოქე ეყოლება.

66 კილოგრამის ფინალში რევაზ ლაშხი ჰასან ალიევს დაუპირისპირდება. 75-ში ზურაბ დათუნაშვილი – რაფიგ ჰუსეინოვს, 85-ში რობერტ ქობლიაშვილი – სამან აჰმან ტაჰმასების, ხოლო მძიმე წონაში იაკობ ქაჯაია - საბაჰ შარიათს.

საღამოს ბლოკში ჭიდაობის უფლება ქართული გუნდის კიდევ სამმა წევრმა მოიპოვა. მანუჩარ ცხადაია და მინდია წულუკიძე (ორივე 71 კგ) რეპეშაჟის ფინალში ერთმანეთს დაეჭიდებიან. ილია გულბათაშვილი (75 კგ) კი ასევე მესამე საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელ ლასლო საბოს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115127