“მონაკოს” ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ვეტერანი ბულგარელი საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობით კმაყოფილია.
“ჩემი მომავალი? აქ გოლებს ვიტან და თავს კარგად ვგრძნობ. როცა სეზონი დასრულდება, კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად გადაწყდება, დავრჩები თუ არა. მოედანზე ჩემს სამუშაოს ვასრულებ და ვცდილობ დავამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ. “მონაკოში” დარჩენა ძალიან მინდა”, - განუცხადა თავდამსხმელმა “სკაი სპორტსს”.
ცნობისათვის, ბერბატოვი “მონაკოს” იანვარში შეუერთდა და 12 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.