ფეხბურთი

17:11 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვმა “მონაკოსთან” გაახანგრძლივა

“მონაკოს” ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა კლუბთან კონტრაქტი წელიწადით გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

“აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მომდევნო სეზონი ძალიან საინტერესო იქნება”, - განაცხადა ვეტერანმა ბულგარელმა.

მოგვიანებით, კომენტარი “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილევმაც გააკეთა: “ბერბატოვი ბრწყინვალე ფეხბურთელია და გვიხარია, რომ 2014/2015 წლების სეზონსაც ჩვენთან გაატარებს”.

ამგავრად, ბერბატოვი “მონაკოს” ღირსებას 2015 წლის ივნისამდე დაიცავს.

 

0.113561