ფეხბურთი

17:13 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერაინომ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ახალგაზრდა თავდამსხმელმა საიდო ბერაინომ ,,ვესტ ბრომვიჩთან’’ კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანაგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს, სადაც ასევე ბერაინოს კომენტარია განთავსებული. 20 წლის ფეხბურთელმა მის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა მთავარ მწვრთნელს სტივ კლარკს და იგი თბილი სიტყვებით მოიხსენია.

,,გადაწყდა, მომავალი იმ კლუბს დავუკავშირე, რომელმაც აღმზარდა. ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. კლუბში 11 წლიდან ვირიცხები, ყველა ეტაპი გავიარე და კვლავ კლუბის ერთგული ვრჩები. ბედნიერი ვარ ახალი ხელშეკრულების გაფორმებით.

,,მინდა მათ გადავუხადო მადლობა, ვინც დამაბრუნა კლუბში. სხვადასხვა კლუბში არენდის წესით ყოფნა წარსულს ჩაბარდა და მიხარია, რომ პირველ გუნდში დამკვირდება მოვახერხე. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს დაბრუნებაში წვლილი შეიტანა, ვინც შანსი მომცა, მაღალ დონეზე ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს. მათ შორის კეიტ დაუნინგს, კევინ კინს, დინ კელის’’ _ განაცხადა ფეხბურთელმა.

საიდო ბერაინო კარიერაში ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს. განსაკუთრებით მრავლისმთქმელი მისი გოლია მანჩესტერის ,,ოლდ ტრაფორდზე’’, როდესაც ,,ვესტ ბრომვიჩმა’’ სწორედ საიდოს გოლის წყალობით სამი ქულა მოიპოვა ,,წითელ ეშმაკებთან’’.

წარმოშობით ბურუნდელ ფეხბურთელს ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ბერაინო ამჟამად ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების წევრია.

დიმიტრი შარიქაძე

0.130564