ფეხბურთი

16:18 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი MLS-ის კლუბის მფლობელი ხდება

 

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბექჰემი, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა ნახევარი წლის წინ დაასრულა, უახლოესი 30 დღის განმავლობაში ამერიკის საფეხბურთო ლიგის კლუბის მფლობელი გახდება.

MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გაკეთდება განცხადება ლიგასა და ინგლისელ ფეხბურთელს შორის შეთანხმების მიღწევაზე, რომლის თანახმადაც, ბექჰემი მაიამის კლუბის მფლობელი გახდება.

დევიდს, რომელმაც ამერიკის ნაციონალურ ლიგაში, “ლოს-ანჯელეს გელექსიში” ხუთი წელი გაატარა, კლუბის მფლობელის უფლება 25 მილიონი დოლარის ფასდაკლებით მისცეს. გუნდი მაიამიში შეიქმნება და ის იქნება 22-ე კლუბი MLS-ში.

ცოტა ხნის წინ ბექჰემის შეთავაზების განხილვა იმის გამო გადაიდო, რომ მას მაიამის ხელმძღვანელობასთან ქალაქში ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ უნდა მიეღწია შეთანხმებისთვის და როგორც ჩანს, ამ კუთხით პროგრესი უკვე თვალსაჩინოა.

0.141139