მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი არანაკლებ პოპულარულია პარფიუმერულ ბიზნესშიც - მან ახლახან თავისი რიგით მეშვიდე საფირმო სუნამო გამოუშვა სახელწოდებით “ჰომმე“.
რაც არა უნდა გასაოცრად ჟღერდეს, თავად ბექჰემი თავის სუნამოს არ ხმარობს. ეს კი, იმას როდი ნიშნავს, რომ მისი პარფიუმერული ნაწარმი არ ვარგა. დევიდი, მეუღლის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს _ სუნამოს ჯერ ვიქტორია “აგემოვნებს” და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მათ მიღებას სპეციალიზებული მაღაზიები. თავად ვიქტორია აქტიურადაა ჩაბმული სარეკლამო ბიზნესში – იგი 2008 წელს არმანის მოდის სახლის რჩეული გახდა და იმ დროისათვის უპრეცედენტო თანხა – 20 მილიონი დოლარი მიიღო ქვედა საცვლების რეკლამისთვის.
ასე რომ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ტოლს არ უდებს და მათი შემოსავალიც წლიდან-წლამდე სულ უფრო იზრდება. რომელი უფრო დიდხანს შენარჩუნდება ბექჰემის თაყვანისმცემლების ხსოვნაში და სიაში _ მისი სუნამოს სურნელი თუ გატანილი გოლების რაოდენობა? დაველოდოთ ერთსაც და მეორესაც...