კალათბურთი

19:13 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბექაური კარიერას “სოხუმში” გააგრძელებს

 

ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელ “შსს აკადემიას” აწ უკვე ყოფილი წევრი, მძიმე ფორვარდი, 22 წლის ბექა ბექაური (18. 01. 91, 205 სმ, 90 კგ) კარიერას “სოხუმში” გააგრძელებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განუცხადა.

“ბექაურს “შსს აკადემიასთან” კონტრაქტი 2013 წლის ბოლოს უმთავრდებოდა. კონტრაქტის დასრულებამდე თავად ბექამ მოისურვა გუნდიდან წასვლა და “სოხუმში” გადასვლა. ურთიერთშეთანხმების შემდეგ, ბექაურს გათავისუფლების ფურცელი მივეცით და კარიერას ის “სოხუმში” გააგრძელებს” – გვითხრა მიქაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბექაურით, 2013 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა, 2012-13 წლების სეზონში ბექაურს, გაურკვეველი მიზეზების გამო, “შსს აკადემიას” ბერძენი მწვრთნელი გიორგოს კეცელიდისი ძალიან ცოტა დროს აძლევდა სათამაშოდ და არცაა გასაკვირი, რომ ბექაური საქართველოს ნაკრების 2013 წლის გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა.

0.150987