საფეხბურთო კლუბ რუსთავის “მეტალურგის” მორიგი ახალწვეული თავდამსხმელი ბექა ტუღუშია.
“მეტალურგის” პრესსამსახურის ცნობით, ტუღუში, რომელსაც ქუთაისის “ტორპედოსთან” კონტრაქტი აკავშირებს, რუსთავურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
აქამდე, 24 წლის ფორვარდი “მეტალურგში” მხოლოდ ვარჯიშობდა და კლუბში გუშინ ჩაირიცხა. ზაფხულში ტუღუში ქვემოქართლელთა მე-9 ახალწვეული აღმოჩნდა.
ფოტო fcmetalurgi.ge