ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ იტალიის ქალაქ მოსკიანოში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაისაკუთრა. 20-წლამდელთა წარმომადგენლობით ტურნირზე, რომელშიც საქართველოსთან ერთად იტალია, რუსეთი და გერმანია ასპარეზობდა, ქართველმა ფორვარდმა შთამბეჭდავად ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა სამივე მატჩი წააგეს, ბურჯანაძეს MVP-ს ტიტულის მოპოვება არ გასჭირვებია. ბექამ იტალიასთან მატჩში 21 ქულა დააგროვა, გერმანიასთან ორმაგი დუბლი – 26 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ტურნირის ბოლო მატჩში რუსებს 15 ქულა ჩაუგდო.
ბურჯანაძეს 28 ივნისიდან მორიგ საერთაშორისო ტურნირში მოუწევს ასპარეზობა. საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა კურორტ დომეჯი დიკადორეში გადაინაცვლა, სადაც 28-31 ივნისს უკრაინასთან, ბულგარეთთან და მასპინძელ იტალიასთან მოუწევს ძალების მოსინჯვა.
www.gbf.ge