მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მიუნხენის "ბაიერნთან" ტრიუმფალური მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ფინალში "ჩელსისთან" დაპირისპირება სურს.
"ჩვენ ფინალი უნდა მოვიგოთ და მსურს "ჩელსის" დავუპირისპირდეთ. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები დავამარცხეთ. მიუნხენელები ცდილობდნენ შეეტიათ, მაგრამ ჩვენ კონტრშეტევები კარგად გამოვიყენეთ."
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბოლოს 2001-2002 წლების სეზონში ითამაშა, სადაც კლაუს ტოპმიოლერის ლევერკუზენის "ბაიერი" 2:1 დაამარცხა.
გიორგი ბალახაძე