მადრიდის “რეალის” ფორვარდ კარიმ ბენზემას უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში “პარი სენ-ჟერმენთან” თამაში სურს. ფრანგი თავდამსხმელი თავის თანამემამულეებს ფინალურ შეხვედრაში ელის.
“ჩემპიონთა ლიგის სასურველი ფინალი? “რეალისა” და პსჟ-ს დაპირისპირებას ვისურვებდი. მადრიდი ჩემი გუნდია, პსჟ კი, ფრანგულია. ზედიზედ 3-ჯერ გავედით ნახევარფინალში. ამ სეზონში უკეთესი გუნდი გვყავს. ფინალამდე რამდენიმე მატჩია და თასს ნელ-ნელა ვუახლოვდებდით”, - განუცხადა ბენზემამ უეფას ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 24 მაისს, ლისაბონში შედგება.