თამაშგარე

11:12 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა ვერ ისვენებს... მაგრამ დაასვენებენ

ვინ თქვა, რომ ვარსკვლავური ცხოვრება დიდად განსხვავდება ჩვეულებრივისგან?! კანონი ყველაზე ერთნაირად ვრცელდება. ამჯერად, “მადრიდის რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა პოლიციამ განიკითხა მოძრაობის წესების დარღვევისთვის. მან მადრიდში ტრასაზე მანქანით მოძრაობისას 60 კმ/სთ-ით გადააჭარბა ლიმიტს.
პოლიციის ოფიციალური განცხადებით, საფრანგეთის მოქალაქე ბენზემას ჩამოერთმება მართვის მოწმობა და ჯარიმა კანონის შესაბამისად დაეკისრება.
ეს სპორტსმენისთვის პირველი ჯარიმა არ ყოფილა, რამდენიმე წლის წინათ, 2011-ში ის იბიცას კუნძულზე დაიჭირეს იგივე მიზეზით.
სამწუხაროა, მაგრამ დროა ბენზემა შეეგუოს, რომ დიდი ხანი ვეღარ დაჯდება საჭესთან.
 

0.116902