მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას განცხადებით, გუნდს მიუნხენში მძიმე ბრძოლა ელის და ფეხბურთელებს მაქსიმალურად დახარჯვისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ვიცით "ბაიერნი" როგორ თამაშობს და გვაქვს გეგმა ფინალში გასასვლელად. ჩვენთვის მთავარია ვითამაშოთ აგრესიულად და მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ მივცეთ. მიუნხენში პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე 120%-ით უნდა დავიხარჯოთ და ფინალის საგზური მოვიპოვოთ." _ ციტირებს "რეალის" ოფიციალური საიტი ფრანგი ფეხბურთელი სიტყვებს.
ქარიმ ბენზემამ გვარდიოლასა და რიბერის ფაქტორზეც ისაუბრა.
"მართალია, გვარდიოლა ძალიან კარგად გვიცნობს, მაგრამ მას ეს პირველ მატჩში არ გამოადგა. ესპანელი გუნდს ბურთის ფლობისკენ მოუწოდებს და ეს უკვე ნაცნობი ფილოსოფიაა. რაც შეეხება რიბერის, ჩვენ მისი გაჩერება უნდა შევძლოთ. იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვიმედოვნებ, მომავალი მატჩი მის კარიერაში საუკეთესო არ იქნება."
გიორგი ბალახაძე