ფეხბურთი

20:02 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა “ელ კლასიკოში” ითამაშებს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მიმდინარე კვირის ბოლოს “ბარსელონასთან” გასამართი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. ამ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ავრცელებს.

ბენზემამ ტრავმა პრიმერას გასულ ტურში, “მალაგას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, ფრანგი შემტევის “ელ კლასიკოში” თამაში საეჭვო იყო, მაგრამ ანჩელოტის თქმით, ის მხოლოდ “შალკესთან” დაპირისპირებას გამოტოვებს.

“ბენზემა ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ის კვირისთვის მზად იქნება. ქარიმი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ როდესაც მას ტრავმა აქვს, შემცვლელები გვყავს.” – აცხადებს ანჩელოტი.

26 წლის თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში, 38 თამაში ჩაატარა და 21 გოლის გარდა, თავი 11 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

0.116297