მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანი ფრანგი ბენუა პერი იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მასტერსის პირველი ნახევარ ფინალისტი გახდა. მეოთხედფინალურ ეტაპზე მან ძლაზე იოლად სძლია ესპანელს მარსელ გრანოლერსს 6:1, 6:0.
შეხვედრა სულ რაღაც 57 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბენუამ ხუთჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, 2 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, თავისმხრივ ესპანელს ბრეიკი არ შეუსრულებია და თავი მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომით “გამოიჩინა”.
პერის მომდევნო მოწინააღმდეგე როჯერ ფედერერსა და ეჟი იანოვიჩს შორის გამარჯვებული გახდება.